- პროექტის სახელწოდება; "lets be friends" " მოდი ვიმეგობროთ"
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: დავუმეგობრდეთ ჩვენ თანატოლებს ისეთი საკომუნიკაციო საშუალებით როგორიც არის წერილი.- პროექტის აქტუალობა:
პროექტის მიზნები:საკომუნიკაციო და წერითი უნარჩვევების გამომუშავება- გაუმჯობესება. წერილის წერის კულტურა.- მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:ერთი სემესტრი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები. შეხვედრა- ღონისძიება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტორი ან სმარტდაფა, წერილის შესაქმნელი ყველა საჭირო მასალა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პედაგოგი ბავშვებთან ერთად არჩევს თემას, მაგალითად შობა , ბავშვები იძიებენ ინფორმაციას თემის შესახებ, როგორ აღინიშნება შობა, ტრადიციული საჭმელები, როგორ იქმნება მისალოცი ბარათები და ა.შ. მეორე ეტაპზე წარმოადგენენ მომზადებულ პრეზენტაციებს. მუშაობენ საჭირო ლექსიკაზე , ქმნიან წერილებს და აგზავნიან შერჩეულ სკოლაში, თავისივე ასაკის ჯგუფთან. ასეთი ინტერაქციის შედეგად, სხვადასხვა თემებზე მუშაობის შემდეგ ბავშვები მესამე ეტაპზე იწვევენ დამეგობრებულ კლასს საკუთარ სკოლაში ღონისძიებაზე და უშუალოდ ეცნობიან ერთმანეთს.
მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკითსაგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:დაწყებითი საფეხური - IVდონე(დ.IV)უცხოური ენა სტანდარტი
უცხ.დ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების შედგენა.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით;· მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს;· ამატებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;· ავსებს გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს.უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ.,წინდებულს, ზმნიზედას);· იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ.,· ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და რიცხვში);· შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს;· იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში;
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ნინო მაძღარაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ninomadzgharashvili1@gmail.com
Monday, July 15, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment